იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის მოთხოვნაა და შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში, სასპეკულაციო არაფერია – ირაკლი კობახიძე

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში და კანონპროექტი მიიღება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ამაში სასპეკულაციო არაფერია.
“ოპოზიცია ცდილობს სპეკულირებას, რაც არაჯანსაღი პროცესია. არის კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც სრულდება, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული კანონპროექტი ქვეყანაში ოლიგარქების პრობლემას ვერ გადაჭრის, კეზერაშვილი დარჩება კეზერაშვილად, ხაზარაძე – ხაზარაძედ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ და რომელიც უნდა შესრულდეს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა