იტალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი -უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, – ამის შესახებ განცხადებას იტალიის მთავრობა ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და ს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და სთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, – ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში.
იტალიის მთავრობის განცხადებით, „ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“.
„იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.