იტალიაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიწყო

იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.
იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.

კორტინა-დ’ამპეცო მეორედ უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანთან ერთად. ზამთრის თამაშები იქ პირველად 1956 წელს ჩატარდა.
გახსნის ცერემონია მილანის სან -სიროს სტადიონზე გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მას 70 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
საქართველოდან სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში გამოვა 8 სპორტსმენი.

თამაშებში სულ მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3 ათასამდე სპორტსმენი თითქმის 100 ქვეყნიდან. გათამაშდება 116 მედალი სპორტის რვა სახეობასა და 16 დისციპლინაში.
თამაშებს ორი თილისმა ჰყავს – ორი სინდიოფალა – ტინა და მილო. მათი სახელები მასპინძელ ქალაქებზე მინიშნებაა.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედლები ნორვეგიელმა და შვედმა ათლეტებმა მოიპოვეს.