ის რიცხვები, რაც ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს – გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი საქსტატის საგანგაშო სტატისტიკას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ეხმაურება და ამბობს:
ერთი საათის წინ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიგრაციის შესახებ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას? ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ, როდესაც შარშან უარყოფით სალდო იყო 46 000, შარშანწინ 40 000.
2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000 ჩვენმა მოქალაქემ. წარმოუდგენელი რამ არის. 2012 წლიდან 2023 წლამდე თითქმის 1 მლნ-მა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ 2012 წლიდან დღემდე, რომ წარმოვიდგინოთ, და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში უარყოფითმა სალდომ ანუ სხვაობამ წასულებსა და უკან დაბრუნებულებს შორის, შეადგინა 146 000 კაცი.
არის მეორე მხარეც. როდესაც საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და სალდო არის უარყოფითი, მთლიანი ქვეყნის სალდო არის დადებითი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩაანაცვლეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. კვლავ შემოდიან საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ძირითადად, ეს არის ს მოქალაქეები. ქვეყნის სამუშაო ადგილებს იკავებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
და კიდევ ერთი საკითხი. რას ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 163 480-მა ადამიანმა მიიღო ემიგრანტის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ესენი არ არიან ტურისტები, ესენი არ არიან თურქეთში ან მეზობელ ქვეყნებში ზაფხულში დროებით სამუშაოდ გასულები, ამაში არ ითვლება ის ხალხი, რომელიც გადის უვიზო რეჟიმის პირობებში და უკან ბრუნდება და კანონს არ არღვევს, ვინაიდან ჩენი ქვეყნის მოქალაქეს ევროპაში დარჩენა შეუძლია ყოველ 6 თვეში 90 დღე, ყოველ ერთ წელიწადში ნახევარი წელიწადი. ემიგრანტის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი იქ დარჩა 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში, – განაცხადა რომა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ