ის ისარგებლებს შემთხვევით და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაივლის კონსულტაციებს – ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა.
მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი როგორც ყოველთვის, ისარგებლებს შემთხვევით და ამ ფორუმზე შეკრებილ ევროპელ ლიდერებთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის.
“ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა. ბუნებრივია, იქ იკრიბებიან ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, დასავლელი ლიდერები და დარწმუნებული ვარ, კულუარებში, როგორც ყოველთვის, ის ისარგებლებს შემთხვევით და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე გაივლის კონსულტაციებს ყველა იმ ლიდერთან, რომელთა გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 15 დეკემბერს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საკმაოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები. შესაბამისად, არ ხდება ამ პირების შემოშვება ქვეყნის საზღვარზე

„დარიალის“ უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას. ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს