“ისტერიული მოსყიდვები რეგიონებში…” – იაგო ხვიჩია ოცნებაზე

“გირჩის” ლიდერი “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობით შეძლებენ ხელისუფლებაში ყოფნას 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ეხმაურება და ამბობს:
“თიხის ფეხების დამალვის მცდელობაა უფრო, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” სინამდვილეში რომ ასე ფიქრობდეს, ჩვენ ვერ დავინახავდით იმ ისტერიულ მოსყიდვებს და მთელ კამპანიას, რომელიც რეგიონებში აქვს ჩართული „ქართულ ოცნებას“. ბოლო პერიოდში გაცხადებული ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად, მათივე მხარდამჭერები ვერ იქნებიან მყარად, ამიტომ საკუთარ მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ ისევ ჩვენ ვართ, ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნება და არ იფიქროთ სადმე სხვაგან გადახტომა და ეს მესიჯი არის საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც არ ენდობიან ამ პროცესში.”

ასევე დაგაინტერესებთ