“ისრაელს ამერიკულ და ბრიტანულ, იორდანულ საჰაერო ძალებთან ერთად მხრადაჭერა აღმოუჩინა საუდის არაბეთმა და საფრანგეთმა” – რუსლან შავაძე

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
🔴🇮🇱⚔️🇮🇷 ს არმიამ კოალიციის(ამერიკის, ბრიტანეთის) საჰაერო ძალებთან ერთად მაღალი ეფექტურობა აჩვენა ირანის მიერ მასშტაბური თავდასხმის დროს, აღსანიშნავია რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ირანმა პირველად განახორციელა ასეთი მასშტაბური დაბომბვა ისრაელის მიმართულებით და ასევე მის მიერ მხარდაჭერილმა პროირანულმა ძალებმა, ლიბანიდან, სირიიდან და ერაყიდან…
ირანიის მიერ გაშვებული:
📌185 კამიკაძე (Shahed-131/136) დრონიდან, განეიტრალდა 185-ივე,
📌36 ფრთოსანი რაკეტიდან, განეიტრალდა 36-ივე,
📌110 ბალისტიკური რაკეტიდან, განეიტრალდა 103, რამდენიმემ მიაღწია მიზანს ისრაელის სამხრეთით ნეგევის უდაბნოში, რამონის საჰაერო ავიაბაზაზე, ჯამში 5 ბალისტიკური რაკეტა მოხვდა მიზანს, უცნობია დარჩნელი 2 რაკეტის აფეთქების ადგილმდებარეობა.
💥ირანის მიერ განხორციელებული დაბომბვების დროს უნდა აღინიშნოს როგორც კოალიიცის ასევე ებრაული ავიაციის როლი წუხანდელ კომბინირებული იერიშების მოგერიებისას, რადგან რომ არა ისრაელის მძლავრი ავიაცია საჰაერო თავდაცვის საზენიტო სისტემები ვერ შეძლებდნენ ასეთი მაღალი ეფექტურობის დაფიქსირებას, გარდა ამისა რომ არა ავიაცია ებრაული საზენიტო სისტემების მიერ გადაჭერილი ირანული სამიზნეების ნამსხვრევები მნიშვნელოვნად დააზიანებდა საცხოვრებელ ზონებს, რადგან რამდენიმე მიმართულებაზე სადაც საზენიტო სისტემებმა გადაიჭირეს ირანული ბალისტიკური/ფრთოსანი რაკეტები ნამსხვრევები ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოვარდა…
🔴აღსანიშნავია რომ გასულ ღამეს ისრაელს ამერიკულ და ბრიტანულ, იორდანულ საჰაერო ძალებთან ერთად მხრადაჭერა აღმოუჩინა საუდის არაბეთმაც, რომელთა საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეთა აღმოჩენის შემდეგ აწვდიდნენ ინფორმაციას ებრაულ მხარეს, რათა კოორდინირებულად გაენადგურებინათ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური/ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. ასევე ფრანგული ფრანგული მხარეც აქტიურად იყო ჩართული ირანული საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა დაფიქსირებაში ამისათვუს ფრანგული ფრეგატი ისრაელის ტერიტორიულ წყლებში ბაზირებდა…
ირანის მასშტაბურ იერიშების დროს დაიღუპა იორდანიის 3 მოქალაქე, უმსხვერპლოდ არც ისრაელში ჩაუვლია, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა, ირანის განცხადებით ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ რამდენიმე დღის წინ დამასკოში(სირია) საკონსულოს ტერიტორიაზე განხორციელებული დაბომბვის დროს ირანის ისლამური რევოლუციია გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნების დაღუპვის გამო…
ისრაელი საპასუხო იერიშებს ირანის მიმართულებით ან პროირანულ ძალებზე (ლიბანში, სირიასა და ერაყში) დიდი ალბათობით განახორციელებს შემდეგი 48 საათის განმავლობაში…
ფოტოზე- მკვდარ ზღვასთან განადგურებული/განეიტრალებული ირანული ბალისტიკური რაკეტა

ასევე დაგაინტერესებთ