ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა

ისრაელმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა „ჰეზბოლას“ სარაკეტო გამშვებ დანადგარს, რომელიც დაჯგუფებამ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტის გასაშვებად გამოიყენა, სამხრეთ ლიბანში, იარუნში დაარტყეს.
ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ცოტა ხნის წინ, „ჰეზბოლამ“ მეორე სარაკეტო იერიში განახორციელა და ისრაელის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა.
მეხანძრეები ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება