ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელმა ლიბანში ნაბი ჩითის დასახლებაში, ბაალბეკის უბანში ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ობიექტზე იერიში მიიტანა.
ინფორმაცია Agence France Presse-სთან საუბრისას ჰეზბოლას წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
ს იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა არე… ბაალბეკთან ახლოს და ჰეზბოლას ორსართულიანი შენობა”. – თქვა ტერორისტული ჯგუფის წევრმა გამოცემასთან საუბრისას.
ბაალბეკი, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც ჰეზბოლას საყრდენი პუნქტი, ისრაელის საზღვრისგან 100 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ იერიშმიტანილ ობიექტს კვამლი ასდის.
ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.
ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ