ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე, რაფაჰთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების ფონზე

ს შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს თავდასხმა განახორციელეს ღაზის ყველაზე დიდ, მოქმედი საავადმყოფოზე.
გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს ქაოსი, ყვირილი და სროლა ბნელ დერეფნებში, რომლებიც მტვრითა და კვამლითაა სავსე – იტყობინება Reuters-ი.
ისრაელის სამხედროებმა ნასერას საავადმყოფოზე თავდასხმას შეაფასეს, როგორც “ზუსტი და შეზღუდული” და თქვეს, რომ ის ეყრდნობოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰამასელები, ეს დაჯგუფება ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი -სა და ევროკავშირის მიერ, შიგნით იმალებოდნენ და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, შესაძლოა, იქ ტყვეების რამდენიმე ცხედარიც იყო.
ჰამასმა ამ განცხადებას ტყუილები უწოდა, წერს სააგენტო.