ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა

ისრაელმა იემენში ჰოდეიდას პორტი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ჰოდეიდას პორტზე სარაკეტო დარტყმები ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განახორციელა.
სარაკეტო დარტყმებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი რას-ისას, ჰოდეიდასა და სალიფის პორტების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ჰუსიტების“ ინფორმაციით, ისრაელმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!