ისრაელმა დამასკოში ისლამური ჯიჰადის შტაბბინა დაბომბა

12 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა IDF სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური ჯიჰადის შტაბბინაზე მიიტანა იერიში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისლამური ჯიჰადი ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობას სწორედ ამ ცენტრიდან კურირებდა.
“DF არ დაუშვებს ტერორისტული ორგანიზაციების გამაგრებას სირიის ტერიტორიაზე და მათი ოპერირებას ისრაელის წინააღმდეგ. ნებისმიერი მსგავსი მცდელობის საპასუხო ზომები მკაცრი იქნება” – ნათქვამია ისრალის ძალების განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შენობა დამასკოს გარეუბანში მდებარეობდა.
Associated Press-ის ცნობით, ისლამური ჯიჰადის წევრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმად დამასკოს გარეუბანში განხორციელებული თავდასხმის სამიზნე ორგანიზაციის ლიდერის, ზიად ალ-ნახალას საცხოვრებელი სახლი იყო. ტერორისტული ორგანიზაციის წევრის, ისმილ სინდაკის თქმით, ბინა წლებია ცარიელია და ზიად ალ-ნახალა სირიაში არ იმყოფება. ასევე სინდაკის ინფორმაციით, თავდასხმის დროს სახლი ცარიელი იყო.
როგორც Times of Israel წერს, ზუსტი ინფორმაცია ნახალეს ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის დროის უმეტეს ნაწილს ლიბანში, ირანში ან სირიაში ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…