ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარული კოორდინატორის ვიზა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელმა გაერო-ს ჰუმანიტარულ კოორდინატორს, ლინ ჰასტინგსს ორგანიზაციის მიკერძოებულობის გამო, ვიზა გაუუქმა.
„ჩვენ აღარ ვიქნებით ჩუმად გაერო-ს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმa.
მისი თქმით, ლინ ჰასტინგსმა, რომელიც არის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის გაერო-ს სპეციალური კოორდინატორის მოადგილე და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიისთვის, არ დაგმო „ჰამასი“ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ჩადენილი ქმედებების გამო.
„მან, ვინც არ დაგმო „ჰამასი“ 1200 ისრაელელის სასტიკი ხოცვა-ჟლეტისთვის, ჩვილებისა და მოხუცების გატაცებისთვის, შეურაცხყოფისა და გაუპატიურების შემზარავი აქტებისთვის და ღაზას მაცხოვრებლების ცოცხალ ფარებად გამოყენებისთვის, არამედ გმობს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იცავს თავის მოქალაქეებს, არ შეიძლება იმსახუროს გაერო-ში და შევიდეს ისრაელში“, – განაცხადა კოენმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ლინ ჰასტინგს ვიზა გასულ კვირას გაუუქმდა. მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანს ჰასტინგსის მიმართ სრული ნდობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს