ისრაელი vs ირანი – ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია (განახლებადი)

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაფიქსირდა ირანიდან 200-ზე მეტი დრონის გაშვება ს მიმართულებით. ირანულმა სააგენტო Tasnim-მა გამოაქვეყნა დრონების ფოტოები ერაყის ცაზე.
ისრაელმა იორსა და სირიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო – წერს Kan 12 ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე.
ისრაელის სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე გაჩნდა ირანული სამიზნეების სია – მათ შორის აეროდრომები, სამხედრო ობიექტები და პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს რეზიდენცია.
საჰაერო სივრცე დაკეტეს ერაყმა, ეგვიპტემ, ლიბანმა და სირიამ. იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
არსებული ინფორმაციით -ის პრეზიდენტი თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვისთვის ემზადება. შეერთებული შტატებს ატომური ავიამზიდი USS Dwight Eisenhower-ს ისრაელისკენ გადაჰყავს.
ირანული სააგენტო Tasnim ციტირებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის განცხადებას. სადაც ნათქვამია, რომ დარტყმები განხორციელდება ისრაელის შიგნით და ისინი გამოიყენებენ როგორც უპილოტო თვითმფრინავებს, ასევე რაკეტებს და ეს იქნება პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე.
1 აპრილს, სირიაში, დამასკოში ირანის საკონსულოს საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის გავლენიანი გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი.
ოფიციალურად ისრაელმა არ აღიარა თავისი მონაწილეობა ამაში, თუმცა თეირანმა პასუხისმგებლობა პირდაპირ ისრაელს დააკისრა და დაემუქრა.
14 აპრილის ღამეს, ირანის თავდაცვის მინისტრმა მოჰამედ რეზა აშტიანმა ასევე გააფრთხილა მესამე ქვეყნები – რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც „გახსნის თავის საჰაერო სივრცეს ან ტერიტორიას ირანზე ისრაელის მიერ თავდასხმებისთვის“, თეირანის მკაცრი პასუხის წინაშე აღმოჩნდება.
ირანის მხრიდან დარტყმა მოლოდინი არსებობდა და ისრაელის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი. კვირას, ისრაელში სამუშაო დღე და სკოლებში გაკვეთილები გაუქმდა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ირანის პირდაპირი თავდასხმისთვის.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ცახალი ძლიერია. საზოგადოება ძლიერია. ჩვენ ვაფასებთ, რომ შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს გვიჭერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.