ისრაელი ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის

ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზადან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის, – ამის შესახებ ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.
ოფიციალურმა პირის თქმით, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასმა“ არ უპასუხა ისრაელის ორ მოთხოვნას: გადაეცა მძევლების სია, სადაც მითითებული იქნებოდა რომელია ცოცხალი და რომელი გარდაცვლილი და დაედასტურებინა მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა.
ოფიციალურმა პირის თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში არ გაეგზავნათ, პრემიერ-მინისტრმა მ, „მოსადის“ დირექტორთან, დევიდ ბარნეასთან კოორდინაციით მიიღო, რომელიც ისრაელის მთავარი მომლაპარაკებელია, მას შემდეგ რაც რაც ბარნეამ მიიღო შეტყობინება, რომ „ჰამასმა“ ისრაელის პირობებს არ უპასუხა.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ მათი დელეგაცია კაიროში ჩავიდა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს განაცხადა, რომ ისრაელი „ფაქტობრივად დათანხმდა” ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.

ასევე დაგაინტერესებთ