ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს

ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს. განცხადება ს პრეზიდენტმა 80-მდე ქვეყნის ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა. “ჰამასი” კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება.
ღაზაში, ამ დროისთვის, 130-მდე მძევალია. ღაზის სექტორზე ისრაელი ინტენსიურ იერიშს განაგრძობს. პალესტინის ჯანდაცვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს და წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი – ხან-იუნისის რაიონში. მათი თქმით, ანკლავში, საერთო ჯამში, 1500 გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც “ჰამასს” ეკუთვნოდა. უმეტესი მათგანი სამოქალაქო ობიექტებში იყო განთავსებული.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას დღეს კენჭი უნდა უყაროს გაეროს უშიშროების საბჭომ. მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო