ძალიან რთული დილაა, როდესაც სულ უფრო მეტი ჩვენი საუკეთესო ვაჟების სახელები გმირების საფლავის ქვებზე ემატება, ომში, რომელშიც სამართალი არ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი X-ზე წერს, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების 21 ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება.
ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურ ბრძოლებში მონაწილეობენ და საბრძოლო მიზნების მისაღწევად ბოლომდე იბრძვიან.
„მთელი ერის სახელით თანავუგრძნობ ოჯახებს და დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის ვლოცულობ. ამ სევდიან და რთულ დილასაც კი, ჩვენ ძლიერები ვართ და გვახსოვდეს, რომ ერთად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ღაზის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი ინციდენტის შედეგად ისრაელის თავდაცვის ძალების 21 ჯარისკაცი დაიღუპა.