ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ავრცელებს.
„ირანის რეჟიმის საფრთხეს, რომელიც ცდილობს რეგიონის სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს, მთელი მსოფლიო მტკიცედ და გაბედულად უნდა დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
„ნათელია, რომ ისრაელელები მოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას ისე გააკეთებენ, რომ ეს სიტუაციის ნაკლებად ესკალაციას გამოიწვევს“, – აღნიშნა დევიდ კამერონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, და ანალენა ბერბოკი პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც გასულ შაბათ-კვირას ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელში ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ