ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი – ლიბანსა და „ჰეზბოლას“, ირანის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩრდილოეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ

ლიბანსა და „ჰეზბოლას“, ირანის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩრდილოეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, – ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა განაცხადა.
„დიპლომატიური ძალისხმევით თუ სხვა გზით, ისრაელი ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოებას აღადგენს“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც, ისრაელის ჩრდილოეთში ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება