ისევ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთის იმ რაიონიდან, სადაც 112-ე სარაკეტო ბრიგადაა

ივანოვოს ოლქის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 17 აპრილს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღამით დრონების შეტევა „მოიგერიეს“, არავინ დაშავებულა და მხოლოდ რამდენიმე სახლის ფანჯრები დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლება შეტევის სამიზნეს არ ასახელებს.
რუსულმა ტელეგრამ-არხმა ASTRA-მ გაავრცელა ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს ასახავს. ტელეგრამ-არხი ვიდეოს ანალიზის საფუძველზე წერს, რომ ეს ადგილი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ყაზარმებიდან დაახლოებით 180 მეტრშია.
ქალაქ შუიაში რომ სავარაუდოდ, რთული ვითარებაა, ამაზე მსჯელობა შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დროებით დახუროს სკოლები და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს.
ქალაქის ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და ინტერნეტით არ გაავრცელონ დრონებით შეტევასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეო.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონებში 71 უკრაინული დრონის „გზად დაჭერას და განადგურებას“ ეხება, ივანოვოს ოლქი ნახსენები არ ყოფილა.
ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიაზე დრონებით შეტევა იყო 16 აპრილსაც. რუსული ტელეგრამ-არხები 112-ე სარაკეტო ბრიგადის ტერიტორიაზე აფეთქებების და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ.
ს რუსეთის ამ სამხედრო ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
15 აპრილს დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კურსკის ოლქზე, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს მათზე, ვინც მონაწილეობდა ქალაქ სუმიზე 13 აპრილს განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაში.
კერძოდ, უკრაინის გენშტაბის თანახმად, დაარტყეს რუსეთის 448-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის პუნქტს, სადაც შეტევის შემდეგ საბრძოლო მასალების დეტონაციაც დაიწყო.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“. დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია