ირანში აფეთქებები იყო სამხედრო-საავიაციო ბაზის რაიონში

ძლიერი აფეთქებები იყო დღეს, 19 აპრილს ირანის ქალაქ ისპაანის საერთაშორისო აეროპორტის რაიონში, რომლის მახლობლად მდებარეობს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. ირანის სახელმწიფო მედია სამი აფეთქების შესახებ იუწყება.
ამერიკული ტელეკომპანიების, CNN-ის, CBS-ის და ABC-ს ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანის სააგენტო FARS-ი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა არა რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.
ისრაელს ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ს არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარა.
ირანმა ისრაელზე თავდასხმას უწოდა პასუხი სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.
ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება განიხილავდა, რა მასშტაბის პასუხი უნდა გაეცა ისლამური რესპუბლიკისთვის და როდის.
ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.
ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს 2023 წლის ოქტომბრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს