“ირანული იერიშის შეჯამება – სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირანული იერიშის შეჯამება: 1. როგორც მოსალოდნელი იყო ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება მოხდა. მაგრამ სრულმასშტაბიანი ომის ირანს ეშინია. ამიტომ იყო ბოლო 10 დღე ებრაელი იერიშის შემდეგ მუქარებს და ვიდეოებს რომ ავრცელებდა, რითაც ისრაელს ანიშნებდა შეტევის გარდაუვალობის შესახებ – ირანს რადიკალების თვალში სახე ჰქონდა შესანარჩუნები. ომი მისი მყიფე რეჟიმის სტაბილურობაზე აისახებოდა ისევე როგორ პასუხისაგან სრული თავშეკევება. ამიტომ გადაწყვიტა ღამის წინასწარდაანონსებული იერიშის განხორციელება. პიარის მხრივ დიდად წარმატებული ქმედება განახორციელა თეირანმა. სამხედრო თვალსაზრისით კი ნულოვანი და უშედეგო. თუმცა 2020 წელს ირანი ამერიკელების წინააღმდეგ უფრო თავშეკავებული გამოდგა, ვიდრე წუხელ ს წინააღმდეგ. მასშტაბი დიდი იყო, მაგრამ არა იმდენად დიდი ისრაელს რეალური საფრთხე რომ შეჰქმნოდა. ისრაელი, რეგიონში დომინანტი ძალაა და ერთი ღამის საშუალო მასშტაბის, წინასწარდაანონსებული იერიშები ვერაფერს უზამდა.
2. ისრაელი მომზადებული შეხვდა ირანულ იერიშებს. თავი ძალიან კარგად დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რაკეტა მაინც გაიპარა. ეს მოსალოდნელიც იყო. არ არსებობს უნაკლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. თუმცა ისრაელისთვის ეს თვითრწმენის გამყარების საფუძველიც შეიძლება იყოს და ზოგიერთი მიმართულების გაუმჯობესების მოტივაციაც.
3. , ბრიტანეთი და სხვა ევროპული თუ რეგიონული მოკავშირეები დაეხმარნენ ისრაელს. მათ დამატებითი ესკალაცია არ სურთ და ისრაელს სრულმასშტაბიანი პასუხისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ომი რეგიონში არც მათ აძლევს ხელს. იმ ფონზე, რომ აშშ დაეხმარა ისრაელს, ეს უკანასკნელი სრულიად ვერ უარყოფს აშშ-ს ინტერესებს და იძულებული იქნება დაჰყვეს მოკავშირეების მითითებას.
4. ისრაელის მხრიდან რაიმე სახის პასუხი სავარაუდოა რომ მომდევნო დღეებში ან კვირებში იქნება. ეს ისრაელის უსაფრთხოების საკითხიცაა და პრეცედენტის არ დაშვებისაც. ამასთან, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც ბოლო ხანებში დასუსტებულია, უმოქმედობა პოზიციებს დაუსუსტებს. მაგრამ სრულმასშტაბიან ომს ნუ ველოდებით. სად მიიტანს ისრაელი იერიშს – ირანის მოკავშირეებზე ან ირანულ ბაზებზე ირანის გარეთ? ეს უფრო რეალისტურია. უშუალოდ ირანში? გამორიცხული არაა, მაგრამ რისკიანი სვლა იქნება, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოც. და თუ მაინც განხორციელდება ეს უკანასკნელი, მხოლოდ ლიმიტირებულად. ზოგადად, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისთვის არც ისრაელია მზად, მით უმეტეს, როდესაც ამას მოკავშირეებიც მიანიშნებენ. ამ ეტაპზე მაინც.
5. გრძელვადიანად, ირანისა და ისრაელის მეტოქეობა გრძელდება. ისრაელი ყველა გზით ეცდება არამხოლოდ ირანის დასუსტებას, არამედ ირანში ბირთვული იარაღის წარმოების არდაშვებას.