ირანი მოუწოდებს ტრამპს, შეცვალოს “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკა

ირანმა 9 ნოემბერს განცხადება გააკეთა, რომ ღიაა დონალდ ტრამპის მიმართ და მოუწოდა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ირანის მიმართ ახალი პოლიტიკა შეიმუშაოს.
ეს განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ ვაშინგტონმა ირანს ტრამპის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობა დასდო ბრალად.
ვიცე-პრეზიდენტმა სტრატეგიულ საკითხებში, მოჰამად ჯავად ზარიფმა მოუწოდა ტრამპს, გადახედოს “მაქსიმალური ზეწოლის” პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში.
“ტრამპმა უნდა აჩვენოს, რომ ის არ მისდევს წარსულის არასწორ პოლიტიკას”, განუცხადა ზარიფმა ჟურნალისტებს.
მისი განცხადება მოჰყვა აშშ-ის მიერ ირანის დადანაშაულებას ტრამპის მკვლელობის შეთქმულებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ნოემბერს ამერიკის ბრალდებებს “სრულიად უსაფუძვლო” უწოდა.
ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, როცა 2015 წელს გაფორმდა ბირთვული შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიას ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი, ირანს შორის.
ამ შეთანხმებით ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდულიყო, ხოლო მის მიმართ დასავლეთის სანქციები შერბილებულიყო.
დონალდ ტრამპმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს, 2018 წელს აშშ ცალმხრივად გაიყვანა ბირთვული შეთანხმებიდან და სანქციები გაუძლიერა ირანს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა