ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს – აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი

თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდეშეამციროს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მეორე მხარეს შეშფოთება აქვს, გამდიდრების დონის 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება შესაძლებელია.
შამხანიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ -ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.
მისი თქმით, თუ დარტყმას განახორციელებს, აუცილებლად ჩაერთვება პროცესში და ირანის პასუხი პროპორციული იქნება. შამხანიმ დასძინა, რომ პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

ipn.ge