ირანის ცნობით, ისრაელმა ავიადარტყმით გაანადგურა ირანის მაღალი რანგის გენერალი დამასკში

ირანის მედიის ცნობით, 1 აპრილს ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა დამასკში, ირანის საელჩოს მახლობლად მდებარე შენობაზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ირანის ტელევიზიის ცნობით, ს ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი მოჰამად რეზა ზაჰედი.
ირანის მედიით გავლებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ისრაელის იერიში იყო ყუდსის ძალების მეთაურის გამიზნული მკვლელობა. მიმომხილველთა აზრით, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ყუდსი არის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური განშტოება, რომელიც შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ირანის ტელევიზიის ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის რამდენიმე დიპლომატიც.
ს მაუწყებლის, „ალ-არაბიას“ თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო „ირანის მაღალი რანგის პირი“.
ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, აცხადებს, რომ „ისრაელის რაკეტებმა“ დაანგრია დამასკში ირანის საელჩოს მინაშენი, რის შედეგადაც დაიღუპა რვა ადამიანი.
ირანის სააგენტო „ტასნიმი“ იტყობინება, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა „ირანის საკონსულოს შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად“.
Reuters-ის ჟურნალისტები სირიიდან იუწყებიან, რომ კვამლი დგას „მიწასთან გასწორებული“ შენობის თავზე.