ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად, მოსკოვში ჩავიდა – ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა პალესტინა იქნება.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები ასევე ისაუბრებენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობაზე.