ირანის მტკიცებით, ისრაელის იერიშს IRGC-ის 7 წევრი, მათ შორის 2 გენერალი ესმხვერპლა

ირანის მტკიცებით, ს იერიშს დამასკოში ირანის საელჩოზე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი, მათ შორის 2 გენერალი ემსხვერპლა. IRGC-ის განცხადება დამასკოს თავდასხმის შესახებ ირანულ მედიაში გავრცელდა.
დამასკოში გარდაცვლილებს შორისაა გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური მოჰამედ რეზა ზაჰედი და მისი მოადგილე მოჰამად ჰაჯ რაჰიმი. ზაჰედი ხელმძღვანელობდა გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთის მოქმედებებს სირიასა და ლიბანში.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა დამასკოში ირანის საელჩოს სიახლოვეს მდებარე შენობაზე მიიტანეს სარაკეტო იერიშები, სადაც, სავარაუდოდ, მოჰამად რეზა ზაჰედი იმყოფებოდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამასკოში თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.