ირანის ლიდერი ასადის დამხობას აშშ-ს, ისრაელსა და თურქეთს აბრალებს

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ სირიელი ამბოხებულების აჯანყების დაგეგმვაში ბრალი შეერთებულ შტატებს და ისრაელს დასდო.
11 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან არაპირდაპირ თურქეთიც დაადანაშაულა იმაში, რომ სირიელმა ამბოხებულებმა თავის ჩრდილო დასავლეთის გამაგრებული პოზიციებიდან დამასკოს თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს.
„ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ის, რაც სირიაში მოხდა, გაერთიანებული ამერიკულ – სიონისტური გეგმის ნაყოფი იყო“, – განაცხადა ჰამენეიმ.
„დიახ, სირიის მეზობელი მთავრობა თამაშობს – ითამაშა და თამაშობს გარკვეულ როლს… მაგრამ შეთქმულების მთავარი მონაწილე, დამგეგმავი და სამეთაურო ცენტრი ამერიკაში და სიონისტურ რეჟიმშია“, – დაამატა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა“ და მისმა მოკავშირეებმა, რომელთაგან ზოგიერთი თურქეთთანაა დაკავშირებული, ასადის ხელისუფლება 8 დეკემბერს, იერიშის დაწყებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში დაამხეს.
ირანმა მილიარდობით დოლარი დახარჯა და სირიაში სამხედრო მრჩევლები გაგზავნა, რათა 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ასადის ხელისუფლებაში დარჩენა უზრუნველეყო.
, სადაც სირიიდან გაქცეულ ლიდერს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს, ასევე ასადის მხარდამჭერი იყო. თურქეთი კი მეამბოხე ჯგუფებს ეხმარებოდა, რომელთა მიზანიც რეჟიმის დამხობა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას