ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატებში. შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტთა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
Previous: ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, მართალია, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის – ირაკლი კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება

ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად