ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლის კითხვაზე: ეთანხმებოდა თუ არა მისთვის გირაოსა და შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნას – ვეთანხმები, რა თქმა უნდა

ვეთანხმები, რა თქმა უნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატების პოზიციის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მას მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ კითხვით მიმართა, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატების პოზიციას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოსა და შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მოსამართლის კითხვაზე, სურდა თუ არა მას დამატებით რამის თქმა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „არა“.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!