ირაკლი ღარიბაშვილი – გვარამია არის დამოუკიდებელი? ხაზარაძე, ნიკა მელია თუ ხაბეიშვილი? – არცერთი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს განცხადებით, საქართველოში არც ერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი არ არის.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.
„ჩვენდა საუბედუროდ მეგობრებო, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე აღარ მინდა ეს თემა გავაგრძელო, მაგრამ ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები გვაქვს. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ვინ არის? გვარამია არის დამოუკიდებელი? და სხვა ცალკე მოთამაშე? თუ ხაზარაძე – ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი? თუ ? თუ ხაბეიშვილი? ვინ? რომელი ოპოზიციონერი არის დღეს საქართველოში დამოუკიდებელი? რომელი ემსახურება და რომელი ატარეს საკუთარ პოლიტიკას? – არცერთი, მეგობრებო! ეს ძალიან მარტივია, ამას პატარა ბავშვი წაიკითხავ,ს მათ ამ ქმედებას და ტაქტიკას. ეს არის გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში მათი ილუზიებიდან გამომდინარე, აქაც რა თქმა უნდა, ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ. ეს ჩვენთვის ხომ ნანახია. ხალხმა კარგად იცის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია, ყველა არის ჩართული „ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში და მათ თამი“.
„როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ჩვენ მათ ფაქტებს ვახსენებთ. მე მიყვარს ფაქტებით საუბარი. მე რამდენიმე გვარი ჩამოგითვალეთ და აღარ გავიმეორებ მათ გვარებს, ზედმეტი ფუფუნებაა მათთვის მათი ხსენება. ეს ადამიანები იყვნენ და არიან სააკაშვილის მსახურები და მათი ინტერესების გამტარებლები. არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია, ყველა არის ჩაბმული, ჩართული ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების და მათ თამაშში. არ არსებობს სხვა უბრალოდ მიზანი და სხვა ოპოზიცია. ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ