ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება – პრეზიდენტმა კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო!

პრეზიდენტის მიერ ს შეწყალება არის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე თავდასხმის წახალისება – პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუცია და ინსტიტუტები შეურაცხყო! – ასე ეხმაურება გრიგირიადისის გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატი .
„როგორი განსხვავებული აზრის გამოხატვითაც არ უნდა იყოთ დაკავებული, არ შეიძლება განსხვავებული აზრი “მოლოტოვის კოქტეილში“ გადაიტანოთ, რომელიც საბჭოთა კავშირში გამოგონილი, ტანკების დასაწვავი იარაღია – შენი ქვეყნის კონსტიტუციას, შენი ქვეყნის პოლიციას ესროლო და ახალგაზრდა ადამიანის დაწვა სცადო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ