ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას – რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის იმედადაა დარჩენილი

ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“ – რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს რა კონფიგურაციაც არ უნდა შესთავაზოს, ეს რეალურად, ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.
„ოპოზიცია დღეს წარმოადგენს დაშლილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლა ამ არჩევნების წინ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ რაღაცა ფორმა, კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაცა წარმატების შანსი მაინც ჰქონდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვისა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი ოპოზიცია – ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, რომ არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად სიახლეს ქართული პოლიტიკისთვის არ წარმოადგენს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქაცარავა: მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს