ირაკლი ფავლენიშვილი – პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად – ისინი კვლავ თვითდაზიანების პროცესში არიან

პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დასახელდება ე.წ. სისტემური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატებად – ისინი კვლავ თვითდაზიანების პროცესში არიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან თვითმმართველობის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში საარჩევნო პროცესები აღარ არსებობს“.
ფავლენიშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიაში „ქოცური“ წესრიგია გამეფებული და მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ს მიმართ ნდობა აღარ არსებობს.
„რაც შეეხება იმ ე.წ. სისტემურ ოპოზიციას, რომელიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს – მათი მხრიდან ვინ დასახელდება კანდიდატებად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ამას ყველა ხვდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ყველა ხედავს, რომ მათი მონაწილეობა არის უაღრესად ნომინალური. ისევ თვითდაზიანების პროცესში არიან, იმიტომ რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ტექნიკურად, „ივანიშვილის ბანდამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია შეფერხებულიყო.
„მათ არ სურთ რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობდეს. უნდათ, რომ დასავლეთისგან მოგვწყვიტონ, ამიტომ ტექნიკურად მიიღეს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას და იმ სიკეთეებს, რომლითაც ვსარგებლობთ. ეს ძალიან კარგად იცის მ და მისმა გუნდმა. ისინი იურისტები არიან და რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რას აკეთებდნენ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.