ირაკლი ფავლენიშვილი – თავისუფალ მოქალაქეებს, ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს, უკან დასახევი არ დაგვიტოვეს – ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე

თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა რუსთაველზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ქართველი ხალხი ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
“გუშინ ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება არა სამართლებრივ კორექტირებებს ჩვენს ქვეყანაში, არამედ კონსტიტუციურ გადატრიალებას, ემსახურება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებას და ყველაფერი დასავლურის აკრძალვას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაც, თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ხალხს, ვისაც გვესმის, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და ვერ შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, ამ ხალხს უკან დასახევი არ დაგვიტოვეს. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. პროტესტი ყოველთვის არის მშვიდობიანი და კანონიერი.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – „არა რუსულ კანონს და კი ევროპას“. იმისათვის, რომ ევროპას ვუთხრათ კი, ეს კანონი უნდა გავაწევინოთ” ,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი