ირაკლი პეტრიაშვილი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

ირაკლი პეტრიაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება, ვიზიტის ფარგლებში დღეს და ხვალ პეტრიაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებთან მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის თემა და მიზანია: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ნაბიჯების გამჭვირვალობა, აპოლიტიკური სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მონიტორინგის უზრუნველყოფა და ა.შ.
„მადლობას ვუხდი ევროკავშირს საქართველოსთან გაცემულ რეკომენდაციებში საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებისა და პრიორიტეტების სრულად ასახვისთვის, როგორიცაა: სოციალური დიალოგის გაძლიერება, მინიმალური ხელფასის უზრუნველყოფა, უმუშევრობის შემწეობა და ა.შ. ასევე, გთხოვთ და მოგიწოდებთ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომა კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებასთან დაკავშირებით და მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი, რომელსაც იმსახურებს მთლიანად ქვეყანა – ხალხიც, მთავრობაც, ახალგაზრდაც და ძველგაზრდაც, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლას შეწირული ჩვენი და-ძმები და წინაპართა სულები… სულელური და უსამართლო დაყოფა, რომ “მხოლოდ ხალხი იმსახურებს “, ემსახურება მხოლოდ დემოკრატიისა და მშვიდობის მტრების ინტერესებს, რათა გაიზარდოს ანტი-ევროპული განწყობები საქართველოში და ამ ფრაზის გაჟღერება რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, სარწმუნოს ხდის ვერსიას ს მიერ წლების მანძილზე კოლოსალური ოდენობის “ინვესტირების”(ქრთამის) გაცემის შესახებ ევროპელ პოლიტიკოსებში. როგორი განსხვავებებიც და დაძაბული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ ქვეყნის შიგნით, მაგალითად, როგორიც პროფკავშირს აქვს შრომის სამინისტროსთან ნაცვლად სოციალური პარტნიორობისა, მე ვამბობ, რომ ჩვენ, ყველას ერთად გვჭირდება ხაზს ვუსვამ – გვჭირდება და ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს!“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც