ირაკლი ლატარია: მოკლედ რა, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უფრო დიდი მტერია ჩვენი თუ რუსეთი, უკვე ვეღარ გაიგებ..

„იმედია უკრაინის ოფიციალური პირები გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს.“- ასე ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას.
„იმედია უკრაინის ოფიციალური პირები გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს.
ეს ის არ არის, ჩვენი ელჩი რომ გამოაგდო და თავისი გაიწვია? ,,სტრატეგიული პარტნიორი” ხოო? მოკლედ რა, უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება უფრო დიდი მტერია ჩვენი თუ , უკვე ვეღარ გაიგებ..
საკუთარ ქვეყანაში ყველა პუნქტით დამარცხდნენ და ახლა ჩვენთან უნდათ პრობლემები უფრო გაამძაფრონ… “სუს-ი – ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა”-წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი