ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე დღეს უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. დღეს უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს, ხვალ კი ვიცე-პრემიერს შეხვდება. სწორედ მისი მიწვევით იმყოფებიან უნგრეთში უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერებაა.
დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის პარლამენტსა და ევროპულ საქმეთა სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი