ირაკლი კობახიძე – ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არგუმენტები არ არსებობს, ოპტიმისტური მოლოდინები არ მაქვს

ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერ ექნება ფასი ვერცერთ განცხადებას, ვიდრე საზოგადოების თვალწინ არ გაიმართება საჯარო დისკუსია კანონთან დაკავშირებით.
„საჯარო დისკუსიაა მნიშვნელოვანი. არ არის სწორი, როდესაც ცალმხრივად ხდება განცხადებების გაკეთება. მით უმეტეს, როცა ეს განცხადებები არ შეიცავს არგუმენტებს, ეს დაახლოებით იგივეა,როცა გვერდიდან მიეპარა ერთ-ერთ დეპუტატს და დაარტყა. გვერდიდან მიპარვა არ არის სწორი. თუ ვინმეს არგუმენტები აქვს და აქვს პოზიცია, წინ უნდა დაგიდგეს და უნდა შემოვიდეს შენთან ღია დისკუსიაში ანუ ელისაშვილით არ შეიძლება მოქცევა. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ ერთად დავსხდეთ, ელჩები არიან აქ წარმოდგენილ, თუ არსებობს არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ, მზად ვართ, რომ განვიზილოთ ეს არგუმენტები ღია დისკუსიის რეჟიმში. იმედია, რომ, ელჩები ამ შეთავაზება დათანხმდებიან.
ერთ-ერთი ელჩი ინტერვიუს აძლევდა და მან მწვავედ გააკრიტიკა ჩვენი კანონი. მას ჟურნალისტი ჩაეკითხა და უთხრა, რომ პრემიერისგანაა შემოთავაზება, რომ გაიმართოს ღია დისკუსია, მან უთხრა, რომ ჩვენ პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვერთვებითო, კანონის განსჯაში არ შევდივართო. კანონი განსაჯა და როცა კითხვა დაუსვეს ხომ არ ჩაერთვებოდა ღია დისკუსიაში, თქვა, რომ არ ერთვებოდა, თუ განსჯაში არ ერთვები, რატომ განსჯი? ცალკარაში განსჯაა სწორი? ამიტომ ჩვენი წინადადება რჩება ძალაში. ჩვენთვის ვერ ექნება ფასი ვერცერთ განცხადებას, ვიდრე არ გაიმართება საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ ამ თემებთან დაკავშირებით. ჯერ გავმართოთ საზოგადოების თვალწინ დისკუსია და თუ დაგვარწმუნებენ, ორ წამში გამოვიწვევთ კანონს. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არგუმენტები არ არსებობს, მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს