ირაკლი კობახიძე – წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა

ირაკლი საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს.
„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა სიმონიშვილი – აქციებთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, გახარიას პარტიის პოზიცია კი „ოცნების“ განცხადებებზე უფრო მავნებლურია – მათ ტონი უნდა შეარბილონ!