ირაკლი კობახიძე – ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება იმიტომ, რომ ერეკლე II არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან

ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ერეკლე II არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან – მათ არ მოსწონთ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში.
„მათ ბოლომდე აჩვენეს საკუთარი სახე. ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება. ეს არ არის ახალი. პირდაპირ გამოჰყავდათ საკუთარი უცხოელი აგენტები, ლევან ბერძენიშვილის თამადობით და ალანძვინებდნენ ჩვენს გმირ მეფეს. იმიტომ, რომ ერეკლე II არის პატრიოტიზმის სიმბოლო, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან ისინი. მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…