ირაკლი კობახიძე – ყველა საქმე, რომელზეც ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული და სტრასბურგში გაიგზავნა, მოიგო სახელმწიფომ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა საქმე, რომელთან დაკავშირებითაც „ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული“ და სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, სახელმწიფომ მოიგო.
ასე უპასუხა მან პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე დასმულ შეკითხვას, რამდენად შეიძლება არსებულმა სასამართლომ ადამიანები გაასამართლოს.
მ მოგებული საქმეების მაგალითად დაასახელა ს, ს, გიგი უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე და -თან დაკავშირებული საქმეები.
„მინდა ფაქტები შეგახსენოთ: არაერთი საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში, მათ შორის საქმე ეხება ისეთ საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური სპეკულაციები იყო აგორებული, ეს არის სააკაშვილის, მელიას, უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე, შსს-თან დაკავშირებული საქმეები, რომელიც შეკრებას ეხებოდა და ა.შ. ყველა ეს საქმე სახელმწიფომ მოიგო. სააკაშვილის საქმე სახელმწიფომ მოიგო, მელიას საქმე მოიგო სახელმწიფომ, უგულავას, „რუსთავი 2“-ის საქმე და შეკრებასთან დაკავშირებული საქმეები მოიგო სახელმწიფომ. ყველა საქმე, რომელზეც პოლიტიკური სპეკულაციები იყო, სახელმწიფომ მოიგო. აქედან გამომდინარე, მარტო ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სასამართლოს აქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, გაასამართლოს დამნაშავეები“, – განაცხადა მ.
გარდა ამისა, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოში საქმეების გაჭიანურება არის მთავარი გამოწვევა, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს.
„აქცენტი კეთდება ხოლმე არა ამ გამოწვევაზე, არამედ სხვა საკითხებზე. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სასამართლოში არსებული ეს საკითხი გადაიჭრას ისე, რომ საქმეთა განხილვა სათანადო ვადებში მოხდეს და არა გაჭიანურებით. ამ პრობლემას სასამართლო სისტემა თავად აღიარებს. ეს სტატისტიკითაც დასტურდება, მთავარია, ეს პრობლემა გადაიჭრას. ამაზე მუშაობა არის საჭირო, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.