ირაკლი კობახიძე – ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან – ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს!

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ენჯეოები“ საუბრობენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ ისინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან – ეს მარტივი ჭეშმარიტება კანონმაც უნდა დაადასტუროს! ტერმინი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არის მშრალი ფაქტის კონსტანტაცია და ამის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, – აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ გააკეთა.
კობახიძის თქმით, ცდილობდნენ საზოგადოებისთვის “ყალბი თეზისის შეჩეჩებას“, თითქოს “ენჯეოები“ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ – სინამდვილეში კი, ეს ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები არიან.
“როდესაც რევოლუციური პროცესები წარიმართებოდა, გარედან თუ შიგნიდან კეთდებოდა განცხადებები და ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ “ენჯეოები“ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ. შემდეგ ეს შესაბამისმა ელჩმა გაიმეორა, ასევე გაიმეორეს “ენჯეოების“ წარმომადგენლებმა – ისინი ხმაშეწყობილად და კოორდინირებულად აცხადებდნენ, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობდნენ, რაც არის სიყალბე.
ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და დემოკრატიაში ერთადერთი, ვინც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ეს არის ხელისუფლება! დემოკრატიის პრინციპის ელემენტარული გამოვლინებაა, რომ ერთადერთი, ვინც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს , არის არჩეული ხელისუფლება. როდესაც ასეთ დროს მაღალჩინოსნები კონკრეტული გავლენიანი სივრციდან გვეუბნებიან, რომ “ენჯეოები“ ქართველი ხალხი სახელით საუბრობენ, მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ