ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ კონფერენციაში შარშან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ც მონაწილეობდა.
CPAC უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 25-26 აპრილს გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციაზე შემდეგ თემებზე იმსჯელებენ: „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“; „სუვერენიტეტი ამარცხებს ტერორიზმს“, „გადაარჩინე დასავლეთი“; „დაიცავი საზღვრები“; „ჩვენ ვიგებთ, ისინი მარცხდებიან – 2024 წელი, საარჩევნო სუპერწელი“; „კონსერვატიული კავშირი“; „ნულოვანი გენდერი“.
დღის წესრიგის მიხედვით, სიტყვით გამოვა 25 აპრილს კონფერენციის გახსნით ცერემონიაზე. კობახიძის გარდა CPAC-ში მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორი პოლიტიკოსები.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს -ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა.
შარშან CPAC-ში მონაწილეობის გამო ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებდა ევროპაში „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი პარტნიორი ევროპის სოციალისტური პარტია (PES) და ამის გამო „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვაც განიხილეს. თუმცა საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტიას გადაწყვეტილების მიღება თავად დაასწრო და მათთან პარტნიორობა შეწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ