ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში.
2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“.
კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით.
ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ დაასწრო და თქვა, რომ PES-ს ტოვებდა…
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა.
ორბანი, – რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე, წინა მმართველი გუნდის აქციაზე ს მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობა გააფრთხილა, წარსულში ნუ დაბრუნდებითო, – ახლა „ქართული ოცნების“ მოკავშირედ იქცა ევროკავშირში.
საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას, მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ