ირაკლი კობახიძე უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი უნგრეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს, ტამაშ ვარგას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორულ ურთიერთობებსა და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

“ქართული ოცნების” ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე, იანოშ ლატორკაისთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია – ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, ასევე, ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შენობების რეაბილიტაცია