სერბეთში, „ნოვი სადის” რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სერბეთში, ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
როგორც სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
სერბეთში, ქალაქ ვოდი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო – პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე – აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა – ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც აშშ და ისრაელია გაჭედილი