ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა, მთავარი სწორედ ქვეყნის განვითარებაა

სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მ აღნიშნა, დღეს ზესტაფონის შემოვლითი 9-კილომეტრიანი გზა გაიხსნა, რომელიც მგზავრობის დროს დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს.
მისივე თქმით, შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანია ასევე ქალაქისთვის, რადგან ქალაქს განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცემა.
„გრძელდება სამუშაოები. რიკოთის პროექტი არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, სათანადო ვადებში, სათანადო ხარისხით გრძელდება ამ სამუშაოების წარმოება და საბოლოო მიზანი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაკავშირებელი მაგისტრალის ბოლომდე გახსნა. სათანადო დროში გაკეთდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საზოგადოებისთვის, ეს არის რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სოციალური განვითარება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ საკითხებს მიექცეს სერიოზული ყურადღება.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავხსენით ასევე 9-კილომეტრიანი გვირაბი და მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით. როგორც ჩანს, უმალავენ ხალხს, რომ მაგალითად, იგივე ზესტაფონის შემოვლითი გზა იხსნება, შეიძლება, ამ ტელევიზიების მაყურებლებმა ისევ ძველი გზით იარონ, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული სუბიექტები არ არიან დაინტერესებული არაფრით, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის განვითარებას, არადა მთავარი არის სწორედ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს