ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა – მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად იმოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მთავრობის ადმინისტრაციისგან “გრანტების შესახებ“ კანონის მოქმედებიდან გათავისუფლებას ითხოვდა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ფიშერთად შეხვედრა თავად გერმანელი დიპლომატის თხოვნით გაიმართა.
„ბატონი ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მანამდე თავად ითხოვა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა, სადაც „გრანტების შესახებ“ კანონიდან გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მიიღო პასუხი, რომ კანონი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვის თანაბრად იმოქმედებს“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ ინიციატივით მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…