ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებაში არ ჩაერთვება, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღება, ხელისუფლებამ, ცალმხრივადაც მოახერხა.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, კარგი იქნება თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და პროცესში ჩაერთვება.
“ინკლუზიურობას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად ეს გეგმა. თითოეული პუნქტი არის გაწერილი თავად ამ სულისკვეთებით და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პატიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა.
ჩვენ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესრულებაში, ქვეყანა მაინც წაიწევს წინ, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია